ძიუდო

14:25 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრიზე 38 ქვეყანა დარეგისტრირდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ თბილისის გრან პრიზე მონაწილეობის მსურველი ნაკრებების წინასწარი განაცხადები გამოაქვეყნა. 31 მარტიდან 2 აპრილამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გასამართ პრესტიჟულ ტურნირზე ბოლო მონაცემებით 38 ქვეყნის 280 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

მოლოდინისამებრ, მომავალი შეჯიბრება ბევრ ტიტულოვან სპორტსმენს მოისაკლისებს. განაცხადში არ არიან იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები. ევროპული გუნდების უმრავლესობა კი საქართველოში გადახალისებული შემადგენლობით ჩამოვა. 20-23 აპრილს პოლონეთმა ევროპის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს და ამ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებამდე სამიოდ კვირით ადრე ტურნირზე ჭიდაობისგან თითქმის ყველა ძლიერი სპორტსმენ თავს იკავებს.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებისა და ტრავმების გამო, საშინაო გრან პრიზე საქართველოს ნაკრებიც შესუსტებული შემადგენლობით გამოვა. არ იჭიდავებენ: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

საქართველოს მამაკაცთა ნაკრების მწვრთნელები მასპინძელთათვის დაწესებულ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებენ და გრან პრიზე 28 სპორტსმენს გაიყვანენ. ქალთა კონკურენციაში კი საქართველოს ნაკრების 8 წევრი ჩაებმება.

აქვე თბილისის გრან პრიზე დარეგისტრირებული ქვეყნებიც: საქართველო (36 სპორტსმენით), საფრანგეთი (6), უკრაინა (9), ჰოლანდია (13), ბრიტანეთი (11), რუსეთი (24), უნგრეთი (10), აზერბაიჯანი (18), ბრაზილია (15), ავსტრია (12), სომხეთი (1), ავსტრალია (1), ბელარუსი (4), ბელგია (4), ბულგარეთი (2), კანადა (1), კოლუმბია (6), ხორვატია (1), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1), ესტონეთი (4), ფინეთი (1), გვინეა-ბისაუ (1), ირანი (11), ისრაელი (5), იტალია (6), ყაზახეთი (18), ყირგიზეთი (1), ლატვია (3), ლიტვა (6), მონღოლეთი (9), პორტუგალია (10), სერბეთი (3), სლოვაკეთი (3), სლოვენია (3), შვედეთი (4), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (2), უზბეკეთი (14), ვენესუელა (1).

ტურნირამდე კვირაზე მეტი რჩება და ნაკრებების წინასწარ განაცხადებში სავარაუდოდ ცვლილებები კიდევ მოხდება.

საქართველოს ნაკრები

მამაკაცები

60 კგ

ლუხუმ ჩხვიმიანი

ლაშა ჩადუნელი

რობინზონ ბეგლარაშვილი

გიორგი ბროლაშვილი

66 კგ

ლაშა გიუნაშვილი

თორნიკე ნაგლიაშვილი

თორნიკე თათარაშვილი

შალვა გაზაშვილი

73 კგ

ფრიდონ გიგანი

გიგა გიგაური

ომარ ნიაზაშვილი

ტატო გრიგალაშვილი

81 კგ

ამბაკო ავალიანი

კობა მჭედლიშვილი

ნუგზარ ტატალაშვილი

გიორგი პაპუნაშვილი

90 კგ

ნოდარ ბერიანი

უშანგი მარგიანი

არჩილ გოგოლაშვილი

ნიკა სიდამონიძე

100 კგ

ლაშა ტაველური

ალექსანდრე ზაალიშვილი

იასონ ნემსაძე

ონისე სანებლიძე

+100 კგ

ლევან მატიაშვილი

ადამ ოქრუაშვილი

გუგა კიბორძალიძე

ონისე ბუღაძე

ქალები

48 კგ

ოლღა ალადოშვილი

57 კგ

მარიამ ციხელაშვილი

ეთერ ლიპარტელიანი

მარიამ ჯანაშვილი

სალომე აბაშიძე

70 კგ

ნინო ოძელაშვილი

თეა სუხიტაშვილი

+78 კგ

ელენე ქებაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113869