კალათბურთი

10:29 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში

ევროლიგის XXVII ტურში მორიგი თამაში მოიგო ესპანურმა “ბასკონიამ”, რომლის რიგებშიც ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას იბრუნებს თორნიკე შენგელია. ამჯერად ბასკებმა გერმანიაში, აუსტაიდერი “ბამბერგი” გაანადგურეს – 96:71.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ქართველმა 24:40 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 16 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი. შენგელიამ 12-დან რვა ორქულიანი ჩააგდო, ხოლო თითო სამქულიანი და საჯარიმო არაზუსტად ესროლა. რაც შეეხება მოხსნებს – ოთხჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. საბოლოოდ ქართველი შედეგიანობით თანაგუნდელებში ჩეის ბუდინგერსა და შეინ ლარიკინს ჩამორჩა (17-17 ქულა), ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 ჰქონდა. ამ მხრივ კი, მხოლოდ ბუდინგერმა აჯობა – 25.

აქვე შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ნაკლებად არც ახლა უთამაშია.

“ბასკონიას” 27 თამაშში 16 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ბასკები მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, შინ ათენის “პანათინაიკოსთან” ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111046