ფეხბურთი

13:30 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუგლას კოშტამ შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშოს

მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ნახევარმცველ დუგლას კოშტასთვის შესაძლოა, მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდეს. Sport 1-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი დაზიანება უფრო სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნევდნენ.

კოშტას მუხლი აქვს ტრავმირებული და დიდი ალბათობით ქირურიგიული ჩარევა გახდება საჭირო – თუ ასე მოხდა, დუგლას კოშტას დამდეგ სეზონამდე დიდ ფეხბურთთან დამშვიდობება მოუწევს.

ბრაზილიელ შემტევს მიმდინარე სეზონში რვა ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113351