ფეხბურთი

10:08 | 22.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

21 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩების მოლოდინშია. ეროვნული ნაკრები დღეს კვლავ ორჯერად ვარჯიშს გამართავს. შეგახსენებთ,რომ ამ დროისთვის ნაკრები სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო ბუბა დაუშვილი გამოტოვებს.

აკრედიტებული მედიის საყურადღებოდ:

23 მარტის განრიგი

17.00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი"

18.00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)

20:15 სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია - "დინამო არენას" მედია ცენტრი

21.00 სერბეთის ნაკრების ვარჯიში - „დინამო არენა“ (გადაღება დაშვებულია მხოლოდ 15 წუთით)

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100234