ჭადრაკი

21:51 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელა ხოტენაშვილი საქართველოს ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

დაუმარცხებლად იასპარეზა და ცხრა შესაძლებლობიდან 7.0(5 მოგება, 4 ყაიმი) ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა და ჩემპიონატის რეიტინგ ფავორიტმა ბელა ხოტენაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი ნინო ხურციძემ დაიკავა. 6.5 ქულით მესამე ადგილი სალომე მელიას ერგო.

5 ქულით მეოთხე ადგილზე სოფო გვეტაძე გავიდა. 4.5-4.5 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილები თამარ წერეთელმა და მერი არაბიძემ გაინაწილეს. უკეთესი მაჩვენებლით მეხუთე ადგილი წერეთელმა დაიკავა.

ჩემპიონატი, რომელშიც ათი სპორტსმენი მონაწილეობდა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 17 500 ლარი იყო. აღნიშნული თანხა I-V ადგილზე გასულმოჭადრაკეებს გადაეცათ დაკავებული ადგილების მიხედვით.

ჩემპიონს გარკვეული თანხის გარდა სპეციალური თასი და ოქროს მედალი გადაეცა. ამავდროულად გახდა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიტატი.

I-III ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია 2017 წლის ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე სათამაშოდ დააფინანსებს. 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატზე დაშვებული იქნებიან უკონკურსოდ.

მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

მერი არაბიძე - ანა კუჭავა 0:1

მირანდა მიქაძე - ნინო ხომერიკი 0.5:0.5

სოფო გვეტაძე - ნინო ხურციძე 0.5:0.5

სოფიკო ხუხაშვილი - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5

თამარ წერეთელი - სალომე მელია 0.5:0.5

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.ხოტენაშვილი 7.0 ქულა

2.ხურციძე 6.0

3.მელია 5.5

4.გვეტაძე 5.0

5.წერეთელი 4.5

6.არაბიძე 4.5

7.ხომერიკი 4.0

8.კუჭავა 3.5

9.მიქაძე 3.0

10.ხუხაშვილი 2.0

ფულადი პრიზი დაკავებული ადგილის მიხედვით:

1.ხოტენაშვილი 5 500 ლარი

2.ხურციძე 4 500

3.მელია 3 500

4.გვეტაძე 2 500

5.წერეთელი 1 500

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139412