ფეხბურთი

17:09 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადმა” კაპიტანთან გაახანგრძლივა

სან სებასტიანის “რეალ სოსიედადმა” კაპიტან ჩაბი პრიეტოს კონტრაქტი ერთი წლით, 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია ბასკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

33 წლის პრიეტო “სოსიედადის” აღზრდილია და სხვა გუნდში არც არასდროს უთამაშია. პირველ გუნდში მას დებიუტი 2003 წელს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში ჩაბი პრიეტოს ანგარიშზე 28 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109478