სხვა

16:37 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის დღეს ორი ქართველი მოკრივე იბრძოლებს

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში ევროპის 22-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატი დღეს ფინალური ბრძოლებით დასრულდება. კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორი ქართველი სპორტსმენი ჩაატარებს.

64 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსთაველი ლაშა გურულის მეტოქე ინგლისელი ლუკ მაკკორმიკი იქნება, 69 კილოგრამში კი თბილისელ ესკერხან მადიევს რუსი ვლადისლავ სავოსტიანოვი დაუპირისპირდება. ფინალური ბრძოლები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

ლაშა გურულმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა: სასატარტო დუელი რუს მოკრივეს მოუგო, რის შემდეგაც ნორვეგიელი, რუმინელი და იტალიელი მოკრივეებიც დაამარცხა. ესკერხან მადიევმა პირველ ბრძოლაში ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა, შემდეგ მასპინძელთა წარმომადგენელი დამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისელ ფაილ კარლს სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი პაულ ვოლის მოუგო.

ჩვენს მოკრივეებს ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედლები უკვე გარანტირებული აქვთ და დღეს გამარჯვების შემთხვევაში სამშობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდებიან. საქართველოს 22 წლამდე მორკივეთა ნაკრები თბილისში ხვალ, თურქეთის ავია რეისით 17:15 საათზე ჩამოვა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116137