ფეხბურთი

15:44 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი იტალიელი მწვრთნელი და ერთი მსაჯი პედოფილიის ბრალდებით დააპატიმრეს

ANSA-ს ცნობით, ორი იტალიელი მწვრთნელი დააპატიმრეს პედოფილიის ბრალდებით. ერთი მათგანი 20 წლისაა, მეორე კი, 50-ის. ასევე, მსაჯიც.

ტურინის პოლიციის განცხადებით, 20 წლის მწვრთნელი ბავშვებს გუნდში ადგილს და სამომავლოდ კარიერულ წინსვლას ჰპირდებოდა სექსუალური სამსახურის სანაცვლოდ. 50 წლის მწვრთნელიც იმ გუნდში მუშაობდა და თურმე, ყველაფერი მისი მითითებებით კეთდებოდა.

ინფორმაცია 16 წლის ჭაბუკის დედამ გაავრცელა. ჭაბუკს სახლში მოუყოლია ამ შემთხვევის შესახებ და დედამ პოლიციას მიაკითხა.

ცნობისთვის, იტალიაში ადრეც მოხდა მსგავსი სკანდალი. მწვრთნელი ანტონიო მარჩი პედოფილიის ბრალდებით დააპატიმრეს. წლეულს იანვარში მარჩიმ ალექსანდრიის საპყრობილეში თავი მოიკლა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114068