სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:06 | 21.03.2017 | ნანახია 210 - ჯერ

21 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1939 – დაიბადა გურამ საღარაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 1965). მსოფლიოს პირველობებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1966, 1967). საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1964, 1965, 1966). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეორე ადგილი (78 კგ წონით კატეგორიაში). გურამ საღარაძემ ოლიმპიადა დაუმარცხებლად ჩაატარა, მოუგო ფილიპინების, ავღანეთის, კანადის, ინდოეთის წარმომადგენლებს, ხოლო თურქ ისმაილ ოგანთან და ირანელ მოჰამედ სანატკართან ორთაბრძოლები ფრედ დაასრულა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1941 - ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის აბე სიმონი მეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1953 - “ბოსტონისა” და “სირაკუზის” საკალათბურთო მატჩის მსვლელობისას მსაჯებმა ორივე გუნდის მოთამაშეებს 106 ჯარიმა მისცეს და 12 კალათბურთელს პერსონალური შენიშვნების გამო, ვადაზე ადრე მოუხდა მოედნის დატოვება.

1964 - აშშ-ის საუნივერსიტეტო საკალათბურთო ჩემპიონატის (NCAA) კლუბმა UCLA-მ პირველობის ოცდაათივე შეხვედრა მოიგო.

1985 - ამერიკელი ჩოგბურთელი არტურ ეში “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1986 - კანიამ ციგურებით რბოლაში ერთდროულად ორ დისტანციაზე რბოლისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა: 500 მეტრზე მისი შედეგი 39,52 წამი იყო, ხოლო 3 კმ, 4 წუთსა და 18.02 წამში გაირბინა.

1987 - ჰოლანდიურმა პსვ-მ რუუდ გულიტი 17 მილიონად “მილანს” მიჰყიდა.

1993 - დასრულდა იტალიის ჩემპიონატის ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია. “მილანმა” “პარმასთან” წააგო და 1991 წლის 26 მაისიდან დაწყებული წაუგებელი სვლა შეწყვიტა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ იმ დღესაც “როსონერი” “პარმალატელებს” ხვდებოდა. ევროპის ჩემპიონატებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია ბუქარესტის “სტიაუას” აქვს (104 მატჩი), მეორეზე კი გლაზგოს “სელტიკია” (68 მატჩი).

1994 - უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში 801-ე შაიბა გაიტანა და ამ მაჩვენებლით გორდი ჰოუს გაუთანაბრდა.

1997 - ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე წყვილთა შორის პირველობა ოქსანა გრიშჩუკისა და ევგენი პლატოვის (რუსეთი) ტანდემმა მოიპოვა.

“კლივლენდ კავალიერზის” წარმომადგენელმა 20 წლის ლებრონ ჯეიმსმა, “ტორონტო რეპტორზთან” პაექრობაში 56 ქულა მოაგროვა. ასეთ ასაკში ამ მაჩვენებლისთვის NBA-ის არც ერთ კალათბურთელს არ მიუღწევია.

2006 - “ატლანტა ჰოუქსი” “დეტროიტ პისტონზთან” დამარცხდა (84:91). ჯორჯიელთა ქართველმა წარმომადგენელმა, ზაზა ფაჩულიამ 35 წუთში 11 ქულა მოაგროვა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.

  1. საქართველოს 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ალბანელ თანატოლებთან დამარცხდა (1:2).

2008 - ფრანგმა მოცურავე ალენ ბერნარმა თავისუფალი სტილით 100 მეტრზე გაცურვისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (47.60 წამი).

2009 - რაგბიში “ექვსი ერის” მატჩში ირლანდიამ კარდიფში უელსს 17:15 მოუგო და 1985 წლიდან მოყოლებული პირველად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2013 - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (120 კგ წონითი კატეგორია) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამ დღეს დაიბადნენ

1928 - ოთარ დადუნაშვილი. ველოსპორტში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის რეკორდსმენი. სსრკ-ის ჩემპიონი სპრინტში (1952). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ოთარ დადუნაშვილი გარდაიცვალა 1992 წლის 28 აგვისტოს.

1935 - ბრაიან კლაფი. იგლისელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. იყო “მიდლსბროსა” და “სანდერლენდის” ფორვარდი. ინგლისის საფეხბურთო პირველ დივიზიონში ჩაატარა 274 მატჩი, გაიტანა 251 გოლი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა ორი მატჩი. 1962 წელს მუხლის ტრავმის გამო აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მწვრთნელობისას განსაკუთრებულ წარმატებას “ნოტინგემ ფორესტში” მიაღწია. კლაფმა ამ გუნდს ინგლისის ჩემპიონობა და ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა. იგი სატელევიზიო ფილმებშიც მონაწილეობდა, მას რამდენიმე სიმღერაც აქვს ჩაწერილი. გარდა ამისა, კლაფს ლუდის სწრაფად დალევაში (1,2 ლიტრი 10 წამში) ინგლისის რეკორდი აქვს დამყარებული. ბრაიან კლაფი 1994 წელს გარდაიცვალა.

1939 - გურამ საღარაძე. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1963, 1965).მსოფლიოს პირველობებზე ორჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი (1966, 1967). საბჭოთა კავშირისსამგზისჩემპიონი (1964, 1965, 1966). ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადაზე დაიკავა მეორე ადგილი (78 კგწონითკატეგორიაში). გურამ საღარაძემ ოლიმპიადა დაუმარცხებლად ჩაატარა, მოუგო ფილიპინების, ავღანეთის,კანადის, ინდოეთის წარმომადგენლებს, ხოლო თურქ ისმაილ ოგანთან და ირანელ მოჰამედსანატკართანორთაბრძოლები ფრედ დაასრულა.

1955 - ბარბელ ვოკელ-ეკერტი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანი. სპრინტერულ გარბენებში 1976 და 1980 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა.

1960 - აირტონ სენა (აირტონ სენა და სილვა). ფორმულა-1-ის ბრაზილიელი პილოტი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1988, 1990, 1991) და ორჯერ მეორეადგილოსანი (1989, 1993). აირტონ სენა ტრაგიკულად დაიღუპა 1994 წლის 1 მაისს. სან მარინოს გრანპრის მეშვიდე წრეზე სენას ავარია შეემთხვა და საავადმყოფოში მიყვანიდან ოთხ საათში გარდაიცვალა.

1961 - ლოთარ მათეუსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მიონხენგლადბახის “ბორუსიას,” მიუნხენის “ბაიერნის,” მილანის “ინტერის,” MLS-ის “მეტროსტარზის” ფეხბურთელი. 1980 წლის ევროპის ჩემპიონი. 1990 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. იტალიაში გამართულ მუნდიალზე მათეუსი გერმანიის ნაკრების კაპიტანი იყო. მუნდიალების დასკვნით სტადიებზე ჩატარებული აქვს სარეკორდო რაოდენობის, 25 მატჩი. გერმანიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 150 მატჩი (რეკორდი). გაიტანა 23 გოლი. მათეუსი ბუნდესლიგის შვიდგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს სერია A და ორჯერ UEFA-ს თასი. 1990 და 1999 წლებში დაასახელეს გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად. 1991 წელს ფიფას ვერსიით დასახელდა პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ. საკლუბო დონეზე ჩაატარა 595 მატჩი, გაიტანა 161 გოლი. წვრთნიდა უნგრეთის ნაკრებს, ბელგრადის “პარტიზანს,” ვენის “რაპიდს”, ისრაელის ნეთანიას “მაკაბის”. მწვრთნელის რანგში მოიგო სერბიისა და ავსტრიის პირველობები.

1963 - რონალდ კუმანი. ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” პსვ-ის, “ბარსელონასა” და “ფეინოორდის” მცველი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი, გაიტანა 14 გოლი. რონალდ კუმანი ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონია. “ბარსელონასთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონობა და ესპანეთის სამეფო თასი. წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებს, “ბარსელონას,” “ვიტესს,” “აიაქსს,” “ბენფიკას,” “ვალენსიას”, “ალკმაარს”.

1969 - ირაკლი ზოიძე. საქართველოს ნაკრების, ოზურგეთის “მერცხალის,” თბილისის “დინამოს,” ქუთაისის “ტორპედოსა” და კაუნასის “ჟალგირისის” გოლკიპერი. საქართველოს ჩემპიონი გახდა “დინამოს” და “ტორპედოს” რიგებში. ორივე გუნდის შემადგენლობაში მოგებული აქვს საქართველოს ეროვნული თასიც. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი.

1975 - ვიტალი პოტაპენკო. უკრაინელ კალათბურთელთა ნაკრებისა და “სიეტლ სუპერსონიკსის” მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ).

1976 - გივი დიდავა. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს,” თბილისის “დინამოს,” ბელგიური “მეხელენის”, თურქეთის “ქოჯაელის”, ცხინვალის “სპარტაკის” მცველი. საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 21 მატჩი.

1980 - რონალდინიო (რონალდო ასის დე მორეირა). ბრაზილიის ნაკრების, “გრემიოს,” პსჟ-ის, და “ბარსელონას”, “მილანის”, “ფლამენგოს”, “ატლეტიკო მინეიროს” ფორვარდი. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1999 წელს მოიგო Copa America. 2005 წელს დაასახელეს ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. 2005 წელს იყო ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე. ეს ტურნირი პენტაკამპეონებმა მოიგეს. “ბარსელონას” რიგებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2005, 2006) და იმავე წლებში მოიგო ქვეყნის სუპერთასი. 2006 წელს გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 2013 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 1997 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 17 წლამდელთა შორის. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 87 მატჩი, გაიტანა 32 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.079158