ფეხბურთი

0:20 | 21.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” ბარკლის შეძენა სურს

ლონდონის “არსენალს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ევერტონის” ნახევარმცველის როს ბარკლის შეძენა სურს – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელით რამდენიმე ძლიერი კლუბია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, “ევერტონს” დატოვებს. მისი შეძენის ერთ-ერთი მთავარი მსურველი კი, სწორედ “არსენალია”.

ბარკლის “ევერტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 30 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიროს ბარკლი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109863