ფეხბურთი

23:09 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდე ნაკრებში ორი ცვლილება მოხდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” შეიკრიბა და ისლანდიასთან 22 და 25 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდი ორივე შეხვედრას თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. პირველი მატჩი 19 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე – 14 საათზე.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისლანდიელებთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ეროვნული ლიგის მესამე ტურის შემდეგ შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა – ტრავმების გამო 21-წლამდელებს “საბურთალოს” მცველი ცოტნე ნადარაია და “ლოკომოტივის” ფლანგელი ირაკლი კომახიძე გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად გია გეგუჩაძემ შეკრებაზე თბილისის დინამოელი დავით კობოური და მარტვილის “მერანის” მცველი ანდრო გიორგაძე მიიწვია.

GFF.GE

0.115678