ფეხბურთი

20:23 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ჟურნალისტებს: “სტოუნსს უფრო მეტი კვე****ბი აქვს, ვიდრე თქვენ”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებმა გააბრაზეს. “ქალაქელებისა” და “ლივერპულის” მატჩის (1:1) შემდგომ ესპანელმა საკუთარი ფეხბურთელები დაიცვა, კერძოდ, ჯონ სტოუნსი:

“ჯონ სტოუნს აქვს უფრო მეტი კვერცხები, ვიდრე თქვენ ყველას ერთად ვინც ამ ოთახში იმყოფებით და ეს ძალიან მომწონს. დღეს ბოლო დღეა, როდესაც მე თქვენთან ვსაუბრობ”, - აღშფოთდა პეპი.

გვარდიოლამ სერხიო აგუეროც დაიცვა, რომელმაც “მერსისაიდელებთან” ორი ხელსაყრელი მომენტი გააცუდა:

“მე თერთმეტი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 გოლი გავიტანე და აგუერომ ამ რიცხვს მიმდინარე სეზონში უკვე მიაღწია. და თქვენ, როგორ ფიქრობთ, შემიძლია ავუხსნა მას როგორ გაიტანოს გოლი?!”, - დასძინა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1219