ფეხბურთი

21:22 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

19 მარტს ზესტაფონის სპორტის სასახლემ გოგონათა შორის დარბაზის ფეხბურთის ფინალს უმასპინძლა.

ტურნირის ჩემპიონის ტიტული გურიის გოგონათა გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ხაშურისა და ქობულეთის გუნდები გავიდნენ.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ხაშურელმა ფეხბურთელმა - ირმა ლომიძემ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მეკარე - თათია გაბუნია და ბომბარდირი - ნათია წოწერია გურიიდან დასახელდნენ.

ტურნირმა 13 მარტს აიღო სტარტი რომელშიც წალენჯიხის, ქობულეთის, ქუთაისის, ხაშურის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ლანჩხუთისა და აბაშის გუნდები მონაწილეობდნენ.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126046