სხვა

18:16 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურული 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, რიგში მადიევია

რუმინეთის ქალაქ ბრაილაში მიმდინარე ევროპის 22-წლამდე მოკრივეთა ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის ქართველი ლაშა გურული იბრძოლებს.

64 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რუსთაველმა მოკრივემ ფინალის საგზური დღეს, ნახევარფინალურ დუელში იტალიელი პაოლო დი ლერინას დამარცხებით მოიპოვა. გურულმა ფინალში გადასასვლელ ბრძოლამდე, ბრაილას რინგზე სამი შეხვედრა მოიგო. ტურნირი რუსი მეტოქის დამარცხებით გახსნა, რის შემდეგაც ჯერ ნორვეგიელ მოწინააღმდეგეს სძლია, შემდეგ კი რუმინელსაც აჯობა.

გურულის მსგავსად, ფინალში გასვლის შანსი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ მოკრივეს აქვს. 69 კილოგრამ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, დღეს მოგვიანებით ესკერხან მადიევი იბრძოლებს და მისი მეტოქე გერმანელი პაულ ვოლი იქნება.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113293