ფეხბურთი

15:55 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

SBM LEAGUE 2016/17:სუპერლიგა B-ს 1/4 ფინალისტები ცნობილია!

19 მარტს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის კიდევ რვა 1/4 ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. კვირას წრიული ეტაპის დასკვნითი ტურის თამაშები სუპერლიგა B-ს გუნდებმა გამართეს. კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართა ვერცხლის ლიგაში. შეხვედრებს ტრადიციულად თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის XI ტურის მატჩებით დაიწყო. გასავარდ ზონაში მყოფმა აჭარა ჯგუფმა, უშუალო კონკურენტი, ელიტა ბურჯი დაამარცხა 8:3. საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება შედგა ავერსისა და ბანკ რესპუბლიკის გუნდებს შორის, რომელიც „ფარმაცევტთა“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა, ევროპაბეთმამინას სძლია 4:1.

19.03.2017. ვერცხლის ლიგა. XIტური

ლიბერთი ბანკი - კუბიკი 3:0

დომინოს პიცა - ბაქსვუდი 0:3

საქრუსენერგო - საქართველოს ბანკი0:3

ელიტა ბურჯი - აჭარა ჯგუფი 3:8

ავერსი - ბანკი რესპუბლიკა 2:0

ევროპაბეთი - მინა 4:1

ბომბარდირები: გიორგი ახლანძე (ბაქსვუდი), ნიკა გვაზავა (ავერსი) – 18, ზურაბ ჯინჭარაძე (ავერსი) - 17

1/4 ფინალისტთა ვინაობა გაირკვა სუპერლიგა B-ში.

წრიული ეტაპის დასკვნით IX ტურში, გათამაშების ლიდერმა Funday Entertainment-მა თელავსდაამარცხა დიდი ანგარიშით 11:0 და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ევროკრედიტისა და საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდების დაპირისპირება, რომელიც „სტუდენტების“ გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ასეთივე ანგარიშით იმარჯვა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა ვივუსმა, რომელმაც ზესტაფონის „ფერო“დატოვა უქულოდ. მინიმალური სხვაობით 2:1 მოიგო ჯვაროსნები 2-მა, რომელმაც „საუკეთესო რვიანს“ მიღმა უნიკრედიტი დატოვა. წრიული ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმაეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია 5:2.

19.03.2017.სუპერლიგაB. IXტური

Funday Ent - სკ თელავი 11:0

სკ ევროკრედიტი - FC UG 2:4

FC Vivus.ge - სკ ფერო (ზეს) 4:2

სკ ჯვაროსნები 2 - Unicredit.ge 2:1

კსუ/CIU - ეთა 5:2

1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

Funday Ent - სკ თელავი

კსუ/CIU - სკ ფერო (ზეს)

სკ ევროკრედიტი - FC Vivus.ge

FC UG - სკ ჯვაროსნები 2

პირველი შეხვედრები 26 მარტს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა ორი მოგების შედეგად გაირკვევა.

ბომბარდირები: გიორგი ლეჟავა (ფერო), ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 11, გიგი მამალაძე (ვივუსი), ნოდარ ჯიბლაძე (UG) - 9

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „იმედი“, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

0.100998