ფეხბურთი

14:51 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: “ბარსელონასთან” დაპირისპირება საშინელებაა”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლესტერთან” თამაში არ სურდა, თუმცა იგი თავის შეხედულებას ცვლის და ამბობს, რომ “ბარსელონასთან” ორ მატჩში დაპირისპირება საშინელება იქნება.

ბუფონმა სერია A-ში “სამპდორიას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ახალი რეკორდი დაამყარა, ახლა კი სურს ჩემპიონთა ლიგაზე გამოიჩინოს თავი.

“ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში თამაში საშინელებაა, თუმცა მაყურებელი ლამაზ ბრძოლას იხილავს. იმედია დასასრული სენსაციური იქნება,” – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსსა” და “ბარსელონას” შორის მატჩები 11 და 19 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112631