ფეხბურთი

16:50 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: “იუვენტუსზე” არაფერი გარკვეულა”

იტალიური “მილანის” კარის დარაჯის, ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი უკვე ახალი კლუბის ძიებაშია.

მიუხედავად იმისა, რომ დონარუმა თავის კომენტარებში ყოველ ჯერზე ადასტურებს, რომ “როსონერიში” სურს დარჩენა, მინო რაიოლას - ფეხბურთელის კონტრაქტის პირობები არ აკმაყოფილებს.

“იმედია, როდესაც მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, შეთანხმდებიან, რადგან “მილანში” დარჩენა მსურს. მე “მილანის” გულშემატკივარი ვარ. “იუვენტუსი”? ჯერ არაფერი გარკვეულა. ყველაფერი ჩემს აგენტზეა დამოკიდებული,” – თქვა დონარუმამ.

ჯანლუიჯი დონარუმას “მილანში” დებიუტი 2015 წლის 5 აგვისტოს "ტოტენჰემ ჰოტსპურის" წინააღმდეგ ჰქონდა და მას შემდეგ გუნდში 75 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120226