სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

12:44 | 20.03.2017 | ნანახია 4104 - ჯერ

კვირკველია პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. კვირკველიას გუნდი განვლილ ტურში ჩემპიონატის ლიდერ მოსკოვის “სპარტაკს” დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა (1:1). ქართველ ფეხბურთელს ამ შეხვედრაში გარჯა გამოცემა championat.com-მა დაუფასა:

“მოსკოვის “ლოკომოტივის” ახალწვეულმა სოლომონ კვირკველიამ “სპარტაკის” წინააღმდეგ “რკინიგზელთა” მცველების სამეულიდან ყველაზე ხარისხიანი მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატის ლიდერი ბევრს უტევდა, თუმცა “ლოკოს” მცველების დამსახურებით სახიფათო ზონაში ბურთთან შემტევები ვერ ასწრებდნენ” - ასე ახასიათებს კვირკველიასა და მისი პარტნიორების თამაშს ვალერი გაზაევი, რომელიც championat.com-ისთვის ყოველი ტურის შემდეგ 11 საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს.

სოლომონ კვირკველია მიმდინარე სეზონში “რუბინში” სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ერთი თვის წინ იჯარის წესით გადავიდა “ლოკომოტივში” და კარგი ასპარეზობით ამტკიცებს, რომ ყაზანელთა რიგებში მისი უთამაშებლობის მიზეზი სპორტულ პრინციპებს სცდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:53 | 20.03.2017
forca real madrid (3261)

მაგარი კაცი

13:39 | 20.03.2017
O. Mertskhali (858)

ისე, ჯანომ ერთი კი ჩაასრიალა მაგ თამაშში

13:09 | 20.03.2017
salazar (1143)

ჩვენ მცველებს სათამაშო პრაქტიკა არ აკლიათ. კვირკველია და კაშია იქნებიან ალბათ ძირითადში, მაგრამ ხოჭოლავაც პროგრესირებს და ძალიან კარგი მცველია.
ჯაბას და გვილიასაც აქვთ პრაქტიკა როგორც ვიცი. საყრდენ ზონაში, პლიუს ბუბაც იქნება ან ძირითადში ან სკამზე.
აი შეტევაში რა ვქნათ? არც მჭედლო, არც ოქრი, ჯანო და ვაკო ფორმაში ვერ არიან, ყენია სად არის რას შვება საერთოდ?

13:23 | 20.03.2017
სავაშა__ (6251)

ანანიძის ფორმაში ვერ ყოფნა სიზმარში ნახე? ბოლო თამაშს უყურე??

14:01 | 20.03.2017
salazar (1143)

აუჰ რას ამბობ ეხლა? მაგრად ითამაშა, დაგლიჯა და 70 - ე წუთზე შეცვალეს? ფორმაში რო იყოს სრულად ითამაშებდა, პრობლემა ჩვენი ნაკრების ეგ არის, რომ 90 წუთს ვერ თამაშობენ თორე თექნიკურად, რომ ძლიერია და აზროვნება შეუძლია ეგ ვიცით

და ნუ მეიაზვები თუ ჩემი ძმა ხარ ))

12:47 | 20.03.2017
BEERTRANCE (94329)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.133806