ფეხბურთი

11:24 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3 დაიწყო  

დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3, ანუ რანგით მესამე ლიგა. როგორც იცით, ამ ლიგაში 20 გუნდია და ისინი ორ ჯგუფად არიან განაწილებულნი. ლიგაში არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და ერთ-ერთი მათგანი თენგიზ ჩიკვილაძეა, რომელმაც გუშინ "ჭიათურას" მაისურით გადამწყვეტი გოლი გაიტანა: ქედის "ბეთლემის" კარში.

თეთრი ჯგუფი: შევარდენი 1906 - ბორჯომი 2:0, ჩხერიმელა - თელავი 0:2, გარდაბანი - ნორჩი დინამო 1:1, ფკ გორი - მარკ სტარსი 1:1. 20 მარტს გაიმართება ტურის ბოლო მატჩი: ლიახვი - ალგეთი.

წითელი ჯგუფი: საპოვნელა - სულორი 0:1, კოხლეთი ხობი - სქური 2:1, იმერეთი - ოდიში1919 3:1, ჭიათურა - ბეთლემი 1:0. 20 მარტს გაიმართება ტურის ბოლო მატჩი: მარგვეთი2006 - სამეგრელო.

0.111255