თამაშგარე

11:53 | 20.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმე საქართველოს უახლოვდება

ჩვენს მიერ მრავალგზის ნაფერები, მკერდდალოცვილი და ვნებისაღმძვრელი პარაგვაელი მოდელი ლარისა რიკელმე ამ ჩვენს მრავლისმნახველ ქვეყანას ისე არასოდეს მოახლოვებია, როგორც მომავალ თვეს – აპრილის დასაწყისში მოუახლოვდება და ალბათ დროა, აქედანვე შევემზადოთ ამ დიადი ამბისთვის.

ლარისა რიკელმე სტამბულში ფილმის გადაღებებზეა მიწვეული და ოსმალთა მთავარ ქალაქში ამ ფაქტის გამო უკვე დიდი ვნებათაღელვაა. ცხადია ისინი ღელავენ, ვინც იციან ლარისას არსებობა და ერთხელ მაინც (თუნდაც ირიბად) შეუვლიათ თვალი ამ ქალის თამამი ფოტოებისათვის.

პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებულ ლარისას უკვე დაუდია კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ კინოსტუდიასთან, რომელიც ბოევიკის ჟანრის ფილმის დიდ ნაწილს თურქეთში იღებს. ასე რომ, ვინც ამ დროს სტამბულში იქნება და არ დაიზარებს, ნამდვილად არ ინანებს მხარზე ავტომატგადაკიდებულ და საფუძვლიანად დეკოლტირებულ ლარისას თუ იხილავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.203036