ფეხბურთი

20:48 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის მორიგი რეკორდი

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. გენუის “სამპდორიასთან” (1:0) მატჩის შემდეგ მან “იუვენტუსში” ნათამაშები წუთების მიხედვით ისტორიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. საუბარი მხოლოდ იტალიის სერია A-ს მატჩებზეა.

ბუფონს ახლა “იუვეს” მაისურით იტალიის ჩემპიონატში 39 711 წუთი აქვს ნათამაშები. 39 წლის ფეხბურთელმა ჯამპიერო ბონიპერტის რეკორდი დაამხო, რომელსაც 39 680 წუთი ჰქონდა მოედანზე შავ-თეთრი მაისურით გატარებული. ჯანლუიჯიმ მისი შედეგი “სამპდორიასთან” თამაშის 65-ე წუთზე დაამხო და დარჩენილ დროში თავისივე მიღწევა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

0.115232