ფეხბურთი

17:22 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ანანიძის პოზიცია თავდამსხმელის უკან არაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მოსკოვში, “ლოკომოტივისა” და “სპარტაკის” შეხვედრას დაესწრო. სლოვაკმა მწვრთნელმა ამ მატჩში ქართველი ფეხბურთელების თამაში შეაფასა. მისი თქმით, ჯანო ანანიძეს არ უთამაშია იმ პოზიციაზე, სადაც იგი თავს ყველაზე კარგად გრძნობს.

“მოსკოვში სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჯანოსა და კვირკველიას თამაში მენახა. მოხარული ვარ, რომ ანანიძე დაბრუნდა “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში. მან თავდამსხმელის უკან ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მისი პოზიცია არაა. მე ჯანოს ადგილს უფრო ფლანგზე, ანაც ნახევარდაცვის სიღრმეში ვხედავ.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იური სიომინს, რომ კვირკველია “რუბინიდან” წამოიყვანა, სადაც მას არ ათამაშებდნენ. სიომინმა კი, სოლომონს შანსი მისცა”, - ციტირებს ვაისის სიტყვებს Sportfm.ru.

საქართველოს ნაკრები მარტის თვეში გასამართი მატჩებისთვის შეკრებას ორშაბათს, 20 მარტს დაიწყებს.

0.115082