სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:34 | 19.03.2017 | ნანახია 192 - ჯერ

19 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1985- დაიბადა მანუჩარ ცხადაია. ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა (66 კგ) შორის 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2009 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი. 2012 წლის ევროპის პირველობის ფინალისტი. 2009 წლის ევროპირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1897- კალათბურთში პირველი საუნივერსიტეტო მატჩი ჩატარდა. იელის უნივერსიტეტის გუნდმა პენსილვანიელი სტუდენტების საკალათბურთო გუნდს 30:10 მოუგო.

1914- ჰოკეიში სტენლის თასისათვის ბრძოლის სამრაუნდიან დაპირისპირებაში “ტორონტო ბლუ შირტსმა” “ვიქტორია კეპიტალზი” დაამარცხა და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა.

1938- ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა “ტორონტო მეიფლ ლივზმა,” რეგულარული პირველობის მატჩის ხუთ წუთში რვა შაიბა გაიტანა.

1956- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “მინესოტა ლეიკერზმა” “სენტ ლუის ჰოუკსი” 133:75 დაამარცხა და ლიგის შეხვედრაში ყველაზე დიდი სხვაობის რეკორდი დაამყარა.

1957- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ინდიანამ” უარი უთხრა “ბოსტონს” მილიონ დოლარად ჰერბ სკოროს დათმობის წინადადებაზე.

1971- “ფილადელფია სიქსერზმა” საკალათბურთო მატჩის პირველი ტაიმი “ცინცინატი როიალზს” 90:8 მოუგო.

  1. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის მატჩში “ლოს ანჯელეს ლეიკერზმა” “გოლდენ სთეით უორიორზი” 162:99 დაამარცხა და ლიგის შეხვედრაში ყველაზე დიდი სხვაობის რეკორდი დაამაყარა.

197- ევგენი კულიკოვმა 1000 მეტრზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:15.33).

1987- ჰოლანდიელმა მოციგურავე ივონ ვან გენიჰმა ქალთა შორის 3 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4:16.85).

1990- სტარტი აიღო ქალ ჰოკეისტთა შორის პირველმა მსოფლიოს ჩემპიონატმა.

1991-ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “საკრამენტო კინგზმა” რეგულარული პირველობის ზედიზედ 29-ე მატჩი წააგო.

1994- “ნიუ ჯერსი დევილზმა” ჰოკეის ეროვნული ლიგის რეკორდი დაამყარა. გუნდმა სეზონში 41-ე მატჩი მოიგო.

1995- მაიკლ ჯორდანი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჩიკაგო ბულზს” ჩვიდმეტთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

1995- ნილ მარშალმა 3 კმ-ზე ციგურებით რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:54.08).

1997- ბეისბოლის ეროვნულმა ლიგამ 5 წლით “პეპსი კოლასთან” 50 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

1999- სლოვენიის ზამთრის კურორტ პლანიცაში, გერმანელმა თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელმა მარტინ შმიდტმა, სპორტის ამ სახეობის ისტორიაში ყველაზე შორი ნახტომი განახორციელა (214,6 მეტრი).

2005- საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ჰონკონგში მსოფლიოს თასზე იასპარეზა და საბოლოოდ მეთერთმეტე ადგილი დაიკავა.

2005- “მილანის” კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2007 წლის ივნისამდე გააგრძელა.

2006- “ალკმაარისქართველმა ფორვარდმა, შოთა არველაძემფეიენოორდთანგამართულპრინციპულმატჩში ერთადერთი გოლი 59- წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა.

2006- “ატლანტა ჰოუქსმაოვერტაიმშიორლანდო მეჯიქსსძლია (108:107). “ატლანტელთაქართველმაცენტრმა ზაზა ფაჩულიამ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პაექრობაში, მოედანზე 48 წუთიდაჰყო, 13 ქულამოაგროვა, 18 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება განახორციელა.

  1. ჰოლანდიურ როტერდამში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, მძიმეწონოსანმაადამ ოქრუაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ლევან რაზმაძემ (100 კგ) ვერცხლის მედალიმოიპოვა.

2007- ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა კოკაიმ ტამაკასუგა დაამარცხა.

2008- რუსთავის საფეხბურთოოლიმპისმთავარ მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილი დაინიშნა.

2008- საქართველოს 16 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ვენეციაში რუს თანატოლებს 25:6 სძლიადაევროპის პირველობის ელიტაში დარჩა.

2008- კოტე მახარაძის სახელობის საკალათბურთო მემორიალის ფინალში თბილისისმაქაბიმკიევისბუდიველნიკს” 87:81 მოუგო.

2010- ბაადურ ჯობავამ ხორვატიის ქალაქ რიეკაში დასრულებულ მოჭადრაკეთა ევროპისმეთერთმეტეინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2011- რაგბიშიერთა თასისმატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სოჭში რუსეთის ნაკრები 15:9დაამარცხა.

2012- ჩოგბურთში ქლეარუოთერის (აშშ) ტურნირი წყვილებში ეკა გორგოძემ მოიგო.

2013- "ბოსტონ სელტიქსს" საკუთარ TD Garden-ში, რეგულარული გათამაშების ფორმატში 2007 წლის შემდეგ "მაიამი" ზედიზედ 11-ჯერ ჰყავდა დამარცხებული, დღეს გამთენიისას კი ,"კელტთა" ეს წარმატებული სერია შეწყდა. ლებრონ ჯეიმსმა და მისმა "ჰიტმა" დრამატულ ბრძოლაში 105:103 დაამარცხეს მასპინძლები და ზედიზედ მოგებულ მატჩთა სერია 23-ამდე აიყვანეს. ამ მიღწევით "მაიმიმ" ნბა-ს ისტორიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, წინ კი 1970-71 წლების სეზონის "ლეიკერსია" მიჯრით 33 გამარჯვებით.

ამ დღეს დაიბადნენ

1901- მანუელ სეოანე. 1920-იან წლებში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ქვეყნის ორგზის ჩემპიონი. მოგვიანებით არგენტინის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.

1909- ატილიო დემარია. ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ორი ქვეყნის ნაკრებში გამოსვლისას ვერცხლისა (1930, არგენტინა) და ოქროს (1934, იტალია) მედლები მოიპოვა.

1915- ნორმალ იარდლი. ინგლისის კრიკეტისტთა ნაკრების კაპიტანი.

1928- აკე იუჰანსონი. 1950-60-იან წლებში შვეციის ნაკრების ნახევარმცველი. იყო გუნდის კაპიტანი და ეროვნულ ნაკრებში 38 წლამდე გამოდიოდა. შვეციის შვიდგზის ჩემპიონი.

1931- ბილ ჰოსკინსი. დიდი ბრიტანელი მოფარიკავე. 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი.

1936- ედუარდ გუფელდი. საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში (1967 წლიდან). ვიქტორგოგლიძისსაჭადრაკო მემორიალის სამგზის ჩემპიონი (1971, 1974, 1980). იყო მაია ჩიბურდანიძის მწვრთნელი-კონსულტანტი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 1988 წლიდან საცხოვრებლად აშშ-შიგადავიდა. 2002 წელს ლოს ანჯელესში გარდაიცვალა.

1937- აჰმედ უჯანი. ალჟირელი ფორვარდი. გამოდიოდა ფრანგულ “ლანსში”. 94 გოლით კლუბის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. 1964 წელს გახდა საფრანგეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი.

1942- რინუს ისრაელი. ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებისა და როტერდამის “ფეინოორდის” მოთამაშე. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1970 წელს ჩემპიონთა თასს დაეუფლა. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი. 1975 წელს დაასახელეს ჰოლანდიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1946- მოდესტას პაულაუსკასი. კაუნასის “ჟალგირისისა” და საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი. 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

1953- ჰანს რინი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოციგავე. 1976 და 1980 წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1961- რუნე ბრატსეტი. ნორვეგიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით მცველი. 1986-95 წლებში იცავდა ბრემენის “ვერდერის” ღირსებას. ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი (1988, 1993) და თასის მფლობელი (1991, 1994). 1992 წელს დაეუფლა თასების თასს. ნორვეგიის ნაკრების 60 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

1969- არაინ ვერმიულენი. ჰოლანდიის ნაკრებისა და “ვიტესის” ფეხბურთელი.

1970- აბელარდო. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველი. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული აქვს 54 მატჩი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და სამეფო თასის მფლობელი. 1997 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი, მონდევნო წელს ევროპის სუპერთასი.

1971- უიტნი ჰეჯპედი. ამერიკელი მოცურავე. 1996 წლის ოლიმპიადაზე ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1971- ხოსე კარდოსო. პარაგვაის საფეხბურთო ნაკრებისა და მექსიკური “ტოლუკას” ფორვარდი.

1973- სერგეი მაკაროვი. რუსი მძლეოსანი. შუბის მტყორცნელთა შორის 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1973- მაგნუს ჰედმანი. შვედეთის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერი.

1974- მურად რამაზანოვი. რუსი მოჭიდავე. ევროპის ჩემპიონი.

1976- ალესანდრო ნესტა. იტალიის საფეხბურთო ნაკრების, “ლაციოსა” და “მილანის” მცველი. მსოფლიოს ჩემპიონი (2006). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (2000). იტალიის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. 2003 და 2007 წლებში “მილანთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. 1999 წელს “ლაციოსთან” ერთად თასების მფლობელთა თასს დაეუფლა. ევროპის სუპერთასის ორგზის მფლობელი. 2000-03 წლებში დაასახელეს იტალიის საუკეთესო მცველად. 2007 წელს გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 78 მატჩი. ევროპის ჩემპიონი 21 წლამდელ ფეხბურთელებს შორის (1996).

1976- ანდრე მილერი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “დენვერ ნაგითსის” გამთამაშებელი (198 სმ).

1979- ჰიდაიეთ თურქოღლუ. თურქეთის ნაკრებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ორლანდო მეჯიქის” ფორვარდი (208 სმ). ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.

1979- ლინ ვეინინი. ჩინელი ძალოსანი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1985- მანუჩარ ცხადაია. ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა (66 კგ) შორის 2012 წლის ლონდონისოლიმპიადაზემოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 2009 და 2011 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლისმედალოსანი. 2012 წლის ევროპის პირველობის ფინალისტი. 2009 წლის ევროპირველობაზე მესამე ადგილიდაიკავა.

ამ დღეს გარდაიცვალა

1991- ჯონ რასელ თომასი. NFL-ის გუნდ “დეტროიტ ლიონსის” გენერალური მენეჯერი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.077687