კალათბურთი

10:00 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ შერმადინი, დიდებული - ბურჯანაძე
შერმადინმა 19 ტყორცნიდან 18 ჩააგდო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXV ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველების, გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის “მორაბანკ ანდორამ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “სარაგოსა” 100:92 დაამარცხა.

“ანდორამ” მეტოქის გატეხვა მატჩის ბოლო მეოთხედში შეძლო, რომელიც ცხრა ქულის სხვაობით მოიგო და სწორედ აღნიშნულმა პერიოდმა გადაწყვიტა თამაშის ბედი. სასიხარულოა, რომ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართველებმა, თავად განსაჯეთ:

გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე ჯამში 30:43 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში საქართველოს ნაკრების ცენტრმა 27 ქულა და 9 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. გიორგიმ ფაქტობრივად უშეცდომოდ ისროლა – ცხრიდან ცხრავე ორქულიანი მოათავსა კალათში, ხოლო 10-დან ერთადერთი საჯარიმო გააცუდა! შერმადინი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ამავდროულად მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 41.

რაც შეეხება ბურჯანაძეს – ბექაც სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 26 წუთი ითამაშა. ამ დროში მისი მონაგარი 16 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 1 დაფარება გახლდათ. მარგი ქმედების კოეფიციენტი ბურჯანაძეს 22 დაუგრვდა და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელებს შორის, მხოლოდ გიორგის ჩამორჩა.

“მორაბანკ ანდორას” 23 თამაშში 12 მოგება და 11 წაგება აქვს. ამ მაჩვენებლით კი მერვე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ქართველების გუნდი 26 მარტს, ბარსელონაში, ადგილობრივ კლუბთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11799