ფეხბურთი

11:20 | 19.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "იუვენტუსის" გუნდურობა მაშინებს"

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს განცხადებით, “იუვენტუსი” გამოირჩევა გუნდური სულისკვეთებით და მასთან თამაშის წინ, ყველაზე მეტად სწორედ ამაზე ფიქრობს.

“იუვენტუსი”? – შესანიშნავი მოწინააღმდეგეა. როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ხარ, შეუძლებელია უმნიშვნელო და მეტოქე შეგხვდეს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ “იუვეს”, ყველას გვახსოვს ბერლინის ფინალი. “იუვენტუსმა” ფეხბურთელები შეიცვალა მას შემდეგ, მარგამ ის დარჩა დიდ და შესანიშნავ გუნდად.

იტალიელებს შუეძლიათ რამდენიმე სქემით თამაში – ადრე 3-5-2-ით თამაშობდნენ, ახლა 4-2-3-1. მანჯუკიჩის მარცხენა ფლანგზე გადაყვანით დაიკარგდა სისწრაფე, თუმცა მიიღეს მეტი ძალა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად “იუვენტუსის” გუნდურობა მაშინებს, ვიდრე ინდივიდუალური მხარე”, - ასე შეაფასა ლუის ენრიკემ მომავალი მეტოქე.

აქვე გეტყვით, რომ მწვრთნელობისას ლუის ენრიკეს “იუვენტუსთან” თამაში ოთხჯერ მოუწია და ერთადერთხელ შეძლო გამარჯვება, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. 2011-2012 წლების სეზონში კი, როდესაც ესპანელი “რომას” ავარჯიშებდა, ორჯერ დამარცხდა ტურინში (0:3, 0:4), ხოლო რომში ფრეს გამორჩა (1:1).

“იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩები 11 და 19 აპრილს გაიმართება. პირველი შეხვედრა ტურინში, ხოლო საპასუხო ბარსელონაში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11932