სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჭადრაკი

23:21 | 18.03.2017 | ნანახია 1292 - ჯერ

ხოტენაშვილს ჩემპიონობამდე ნახევარი ქულა აშორებს

დასასრულს მიუახლოვდა მოჭადრაკე ქალთა საქართველოს 74-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

ამჯერად მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბელა ხოტენაშვილმა მირანდა მიქაძესთან შავებით ყაიმი გააკეთა და მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ მელიასა და ხურციძეს 1.5 ქულით უსწრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარჩენილ ორ ტურში ხოტენაშვილს ოქროს მელის მოსაპოვებლდ ნახევარი ქულაც ყოფნის.

ბოლოსწინა მერვე ტურში ხოტნაშვილის მეტოქე სოფო გვეტაძე იქნება. ამ ტურში გვეტაძემ მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა, რომელიც თეთრებით ერთ-ერთი სინჯის მედლისათვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ სალომე მელიასთან დამარცხდა.

მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნინო ხომერიკი - ანა კუჭავა 1:0

მერი არაბიძე - ნინო ხურციძე 0.5:0.5

მირანდა მიქაძე - ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5

სოფიო გვეტაძე - სალომე მელია 0:1

სოფიკო ხუხაშვილი - თამარ წერეთელი 0:1

სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ:

1.ხოტენაშვილი 6.0 ქულა

2-3.მელია, ხურციძე 4.5-4.5

4-5.არაბიძე, გვეტაძე 4.0-4.0

6.წერეთელი 3.5

7.ხომერიკი 3.0

8.მიქაძე 2.5

9.კუჭავა 2.0

10.ხუხაშვილი 1.0

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:

კუჭავა - წერეთელი

მელია - ხუხაშვილი

ხოტენაშვილი - გვეტაძე

ხურციძე - მიქაძე

ხომერიკი - არაბიძე

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:34 | 19.03.2017
choloka (708)

ბელას ვულოცავთ დღევანდელი პარტიის ფრედ დამთავრების შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას!გილოცავთ!

02:48 | 19.03.2017
პანტელეიმონი (3235)

წარმატებას გისურვებ ბელა ! ! !

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.090598