ფეხბურთი

23:59 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "დინამოს" პრობლემები უფრო გამოაჩინა

თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეორედ წააგო ჩემპიონატში, ხოლო გორის "დილამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა. ყოჩაღ, გორელებს, აგებდნენ,. მაგრამ თამაში მოატრიალეს.

მე-19 წუთზე ბაქარ ქარდავამ ითამაშა მშვენივრად, გარღვევის შემდეგ გამოზომილი პასი გააკეთა, გიორგი პაპუნაშვილმა გაატარა და ბაჩანა არაბულმა ახლოდან შეაგორა ბურთი კარში. სამ წუთში კი "დილას" შემტევმა თენგო წიქარიძემ გაათანაბრა: დაახლოებით 13 მეტრიდან ცაციით.

მეორე ტაიმში "დინამო" ათი კაცით დარჩა (მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ჩადუნელმა), რაც "დილამ" მალევე გამოიყენა. სტანდარტული, ჩაწოდება და დავით კირკიტაძემ თავურით მშვენიერი გოლი გაიტანა. ბოლოს "დინამო" ცდილობდა შეტევებს, მაგრამ ვერ ახერხებდა და ყველაფერთან ერთად, ცხრა კაცითაც დარჩა - ოთარ კიტეიშვილმა ხელით თამაშისთვის მეორე გაფრთხილება მიიღო.

თბილისის "დინამო" რთულ მდგომარეობაშია და ამ შემადგენლობით ნამდვილად გაუჭირდება არათუ ჩემპიონობისთვის, სამეულისთვის ბრძოლაც კი.

დინამო - დილა 1:2

დინამო: ლიტოვჩენკო, ჩადუნელი, თოთაძე, სალუქვაძე, გველესიანი, ქარდავა, ზარია (მიქელთაძე 79), ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (ერგემლიძე 84), არაბული

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ეტოუ, პაპავა (რაზმაძე 77), ძარია, წიქარიძე (რაზმაძე 83), კირკიტაძე, ლეონარდო (ნონიკაშვილი 63), რიბეირუ

მწვრთნელი: ზივ არიე

გოლები: 1:0 არაბული (19), 1:1 წიქარიძე (22), 1:2 კირკიტაძე (74)

გაფრთხილება: კირკიტაძე, რიბეირუ, ჩადუნელი, ჩადუნელი, კიტეიშვილი, კიტეიშვილი

გაძევება: ჩადუნელი (72), კიტეიშვილი (90)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201905