ფეხბურთი

14:15 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რიად მაჰრეზი: "ჩემპიონთა ლიგა? - ჩვენი პრემიერლიგის დროსაც არ სჯეროდათ"

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი რიად მაჰრეზი მიიჩნევს, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლია. ალჟირელი ფეხბურთელის განცხადებით, მათი არც პრემიერლიგის ჩემპიონობის დროს სჯეროდათ, მაგრამ...

“სევილიასთან” თამაში განსაკუთრებული იყო და ამაყი ვარ, რომ “ლესტერი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თასის მოგება, მაგრამ ასე ფიქრობდნენ შარშან პრემიერლიგის შემთხვევაშიც”, - უთხრა მაჰრეზმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, “ლესტერ სიტი” მეოთხედფინალში 12 და 18 აპრილს მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062538