ფეხბურთი

0:40 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” ბარკლის და ზაჰას შეძენა სურს

ლონდონის “ტოტენჰემი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, “ევერტონის” ნახევარმცველის როს ბარკლის და “კრისტალ პალასის” შემტევის ვილფრიდ ზაჰას შეძენას შეეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.

23 წლის ბარკლი “ევერტონის” ერთ-ერთი ლიდერია. მას მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ის მის სატრანსფერო ღირებულებად 18,7 მილიონ ფუნტს ასახელებს.

რაც შეეხება ზაჰას, 24 წლის ფეხბურთელს “კრისტალ პალასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2020 წელს ეწურება და Transfermarkt–ი 12 მილიონ ევროდ აფასებს.

0.113286