ფეხბურთი

13:00 | 18.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო მარკიზიო: "ეს არ იქნება ბერლინის მსგავსი თამაში"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურმა წყვილებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება. ტურინელთა ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იტალიურ მედიასთან ამ მატჩის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჯერად 2015 წლის ფინალისგან განსხვავებული თამაში იქნება.

“ერთი სული მაქვს დაპირისპირების გუნდთან, რომელსაც ჩვენსავით სურს, კარდიფის ფინალში ითამაშოს. და თუ მართლა გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ, მაშინ ყველასთან თამაშისთვის უნდა ვიყოთ მზად. პირველ მატჩს შინ ვთამაშობთ და ეს ფაქტორი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ კი, გავემგზავრებით ბარსელონაში და მოვძებნით გზებს ამ დიდებული გუნდის დასამარცხებლად.

ეს იქნება არა ბერლინის ფინალის მსგავსი მატჩი, არამედ სრულიად განსხვავებული. “ბარსელონამ” მერვედფინალში საოცარი რამ გააკეთა. ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში”, - განაცხადა მარკიზიომ.

“ბარსელონამ” “იუვენტუსი” 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3:1 დაამარცხა, ხოლო 2002-2003 წლების სეზონში, ასევე მეოთხედფინალში, უფრო ძლიერი “იუვე” აღმოჩნდა – ორი მატჩის ჯამში 3:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113077