სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

22:25 | 17.03.2017 | ნანახია 213 - ჯერ

ITA - ახალი ანტისადოპინგო უწყება

2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ პიონჩანგში (სამხრეთ კორეა) გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე დოპინგის ტესტირების ახალი დამოუკიდებელი ორგანიზაციის - ITA-ს შექმნის შესახებ განაცხადეს და ანტიდოპინგური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით 12-პუნქტიანი დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, 2016 წელს ანტიდოპინგურ სისტემაში არსებული სიტუაციის შესახებ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა დღის წესრიგში დააყენა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) საქმიანობის გააქტიურება და მისი სამომავლო გეგმების გადახედვა. ოლიმპიური მოძრაობის პერსპექტივებიდან გამომდინარე, სოკ-ს მიაჩნია, რომ ანტისადოპინგო სისტემა უნდა გახდეს უფრო საიმედო და დამოუკიდებელი.

სოკ-ი დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს 12-პუნქტიან დეკლარაციას - სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია ITA, რომლის ფუნქციაც ტესტირების ჩატარება იქნება და მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ისარგებლებს. მის ფუნქციებში არ შევა უხელმძღვანელოს ან ინსტრუქციები მისცეს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ან სხვა ანტისადოპინგო პროგრამების წარმომადგენლებს. ITA შეიმუშავებს ტესტირების დეტალურ გეგმას საერთაშორისო ფედერაციებისთვის, არა მხოლოდ სპორტის სახეობების მიხედვით, არამედ - ცალკეული დისციპლინებისთვისაც.

სოკ-ის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტით, სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებაში, ვალდებული იქნება ჩაიტაროს გარკვეული ტიპის მინიმალური დოპინგ-ტესტი. თუ სპორტსმენი უარს იტყვის შემოწმებაზე, არ დაიშვება ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ITA-ს ტესტირების შესრულებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ნაციონალურ ანტისადოპინგო სააგენტოებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დეკლარაციაში ასევე საუბარია საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) საქმიანობის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრებაზე.

„ორგანიზაციის დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია, რადგანაც, ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე მცირე მინიშნებამაც, შესაძლოა, უმძიმესი დარტმა მიაყენოს ანტისადოპინგო სისტემის პრესტიჟს," - ნათქვამია საერთაშორისო ოლომპიური კომიტეტის 12-პუნქტიან გეგმაში.

სოკ-ის განცხადებით, WADA სპორტული ორგანიზაციებისა და ეროვნული ინტერესებისგან სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურაა. რადგანაც, სპორტული ორგანიზაციები და სახელმწიფო თანაზომიერად მონაწილეობენ WADA-ს დაფინანსებაში, ისინი დამფუძნებელთა საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტში თანაბრად უნდა იყვნენ წარდგენილი დამოუკიდებელი წევრების სტატუსით.

სოკ-ი აცხადებს, რომ WADA-ს უნდა უხელმძღვანელოს არჩეულმა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, რომლებიც არ საქმიანობენ სახელმწიფო თუ სპორტულ ორგანიზაციებში. გარდა ამისა, სოკ-ი მიიჩნევს, რომ WADA-ს დამფუძნებელთა საბჭოსა და აღმასრულებელ კომიტეტში უნდა გაიზარდოს სპორტსმენთა რაოდენობა და როლი.

WADA-ს 2013 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს კრეიგ რიდი, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია ბრიტანეთიდან. ის 2016 წლის ნოემბერში მეორედ, სამწლიანი ვადით აირჩიეს WADA-ს პრეზიდენტად. რიდმა გამოთქვა მზადყოფნა დატოვის დაკავებული თანამდებობა, თუ მისი საქმიანობის დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგება.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:50 | 20.03.2017
BEERTRANCE (91475)

არა მგონია რამე ძირეული ცვლილებები ხდებოდეს ამითი

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
0.104107