ფეხბურთი

17:45 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ვიცით, “რეალს” რა შეუძლია, მაგრამ ჩვენც გვჯერა “ბაიერნის”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრას აფასებს და “რეალთან” შეხვედრის შესახებ საუბრობს. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, “ბაიერნი” ფავორიტი არაა, თუმცა უპირატესობა არც “რეალს” აქვს.

“განსაკუთრებული რამ იქნება მადრიდში დაბრუნება, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ამ წყვილში საუკეთესონი ვიყოთ და გავიმარჯვოთ. არ ვფიქრობ, რომ უპირატესობა ჩვენს მხარესაა, რადგან მე “რეალს” ვწვრთნიდი. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ ყველამ ყველაფერი იცის, საიდუმლოებები არ არსებობს.

ძალიან რთული თამაშები იქნება. ვიცით, რა შეუძლია “რეალს”, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების”, - თქვა ანჩელოტიმ.

“ბაიერნი” “რეალს” 12 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში მადრიდში 18 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109115