სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

14:00 | 17.03.2017 | ნანახია 748 - ჯერ

ვავრინკა ნახევარფინალშია

ინდიან უელსის ტურნირის მეოთხედფინალში დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებულმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ ავსტრიელი დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრა 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ, მესამე სეტში ვავრინკა 3:0 დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ავსტრიელმა 3:3 გახადა. 6:5-ზე შვეიცარიელის სასარგებლოდ, ტიმის ჩაწოდებაზე ავსტრიელმა მატჩ-პონტი გადაარჩინა და სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ვავრინკა უკეთესი აღმოჩნდა და 7:2 მოიგო.

შვეიცარიელმა 5-დან 3 ბრეიკი გამოიყენა, ხოლო ტიმმა - 11-დან 3.

ნახევარფინალში ვავრინკა ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდება.

ინდიან უელსის მასტერსის საპრიზო ფონდი 6,9 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:01 | 18.03.2017
federer (17) (11237)

რა მოუვიდა კირგიოსს რატო არ შედგა ფედიასთან თამაშიი

23:58 | 17.03.2017
federer (17) (11237)

შვეიცარიული ფინალის მოლოდინში ვარ

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.103077