ფეხბურთი

12:45 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას ზაფხულში 200 მილიონს გამოუყოფენ

“მანჩესტერ სიტის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის შემადგენლობის გასაძლიერებლად ხელმძღვანელობისგან 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, “ქალაქელთა” თავკაცი რადიკალურ ცვლილებებს პირველ ყოვლისა დაცვის ხაზში გეგმავს და ამ რგოლში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობას ზაფხულში ახალი ნავსაყუდელის მოძებნა მოუწევს. ამასთან, გუნდს დატოვებს ნახევარმცველი იაია ტურე და სადღეისოდ იჯარით გაშვებული თითქმის ყველა ფეხბურთელი.

რაც შეეხება შესაძლო ახალწვეულებს, გვარდიოლას სასურველ მოთამაშეთა შორის სახელდებიან “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი, “ვალენსიადან” ხოსე გაია და “ბაიერნის” ნახევარმცველი ჯოშუა კიმიხი, რომელსაც დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.

"მანჩესტერ სიტი" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას მერვედფინალში "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ გამოეთიშა, ინგლისის პრემიერლიგაში კი 27 მატჩში მოპოვებული 56 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსის" 10 ქულით ჩამორჩება.

0.11052