ფეხბურთი

11:22 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას სამი კვირა გაუცდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

მსოფლიო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “როსტოვთან” ევროპის ლიგის საპასუხო 1/8-ფინალურ მატჩში დაშავდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, პოგბას მოედანზე დაბრუნების ვადა საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ უფრო დაზუსტდება, თუმცა პორტუგალიელმა იქვე აღნიშნა, რომ ფრანგი ფეხბურთელი “მიდლსბროსთან” პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩის გამოტოვების გარდა, ვერც სანაკრებო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩი “მიდლსბროსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის ამ კვირას გაიმართება. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, “მამლები” 25 მარტს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან, ხოლო სამი დღის შემდეგ ესპანეთთან ისპარინგებენ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” “როსტოვს” “ოლდ ტრაფორდზე” 1:0 მოუგო და ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114037