ფეხბურთი

11:07 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მიდლსბროდან” კარანკა დაითხოვეს და ჰიდინკს ელიან

ინგლისის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა “მიდლსბრომ” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან აიტორ კარანკა გაათავისუფლა.

გუნდის თავკაცის შესაძლო დათხოვნის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ და ბრიტანული პრესა იტყობინებოდა, რომ კარაკნას ბედს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოახლოებული მატჩი გადაწყვეტდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა 19 მარტს დაგეგმილ თამაშს აღარ დაელოდა.

გუნდს მანჩესტერელთა წინააღმდეგ სტივ ეგნიუ გაიყვანს, რომელიც აქამდე კარანკას ასისტენტი იყო. მერე კი, მთავარი მწვრთნელის პოსტს დიდი ალბათობით გუს ჰიდინკი ჩაიბარებს. The Telegraph-ის ცნობით, ჰოლანდიელ სპეციალისტთან მოლაპარაკების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

კარანკა “მიდლსბორს” მთავარ მწვრთნელად 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, როცა გუნდი ჩემპიონშიპში თამაშობდა, ხოლო 2015 წლის აგვისტოში კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ბოლო პერიოდში პრემიერლიგაში ნაჩვენები შედეგების გამო ხელმძღვანელთა ნდობა დაკარგა. ამ დროისთვის, 27 მატჩში მოპოვებული 22 ქულით “მიდლსბრო” ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება.

0.11457