ჭადრაკი

0:00 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა GRAND CHESS TOUR-ზე სათამაშოდ მიიწვიეს

ვაჟთა შორის საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა ერთ-ერთ პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე GRAND CHESS TOUR-ზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში სათამაშოდ მიიწვიეს. ტურნირს 22 ივნისიდან 2 ივლისამდე ბელგიის ქალაქი ლიოვენი უმასპინძლებს.

ამ ტურნირზე კლასიკურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის გარდა მსოფლიოს ისეთი წამყვანი მოჭადრაკეები ითამაშებენ, როგორებიც არიან უესლი სო (აშშ), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი), ლეონ არონიანი (სომხეთი), ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია ) და ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვასილ ივანჩუკი ( უკრაინა).

ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11471