ფეხბურთი

13:44 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდში სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდის UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ცნობით, ამჟამად დასრულებულია მთავარი სტადიონის ყველა ფლიგელის მშენებლობა, მიმდინარეობს შიდა კეთილმოწყობის და საფეხბურთო მოედნის სამუშაოები.

სტადიონს ორი მოედანი ექნება - ძირითადი, 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი, სათადარიგო კი - 1 224 მაყურებელს დაიტევს. ძირითადი მოედანი ბუნებრივსაფარიანი იქნება, ხოლო სათადარიგო - ხელოვნური საფარით მოეწყობა. სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 947 000 ლარია გამოყოფილი. სულ კი სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისი სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “დაგი“ ახორციელებს.

0.112738