თამაშგარე

13:16 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“კორიანტიანსი” ჟიზელ ბუნდჰენს ეკურკურება

ლამაზი, მშვენიერი, კოხტაპრუწა და ბარძაყდალოცვილი ბრაზილიელი მოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებმა ყველაზე კარგად 2014 წელს გაიცნეს, როდესაც ეს დიდებული ასული ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი სახე და თილისმა იყო.

ჟიზელის მხრიდან ფეხბურთის სიყვარული ცხადია მუნდიალით არ ამოწურულა და არც ბურთის გორების მოყვარულებს დავიწყებიათ ეს საოცარი გოგონა. ამ ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ “კორინტიანსის” მესვეურებმა ჟიზელ ბუნდჰენს შესათავაზეს, მათი კლუბის სახე გახდეს და ამაში გვარიან თანხასაც გადაიხდიან.

ჯერ არაა ცნობილი ბრაზილიელი მოდელის პასუხი, მაგრამ, თუკი ბუნდჰენის ქალი ამ წინადადებაზე დათანხმდება, მას მხოლოდ ერთი ვალდებულება ექნება – “კორინტიანსის” მატჩებზე ხშირად უნდა იაროს და ხანდახან ამ კლუბისათვისაც იპოზიოროს. დაგვეთანხმებით - ამ ამბავში ალბათ მთავარი მაინც პოზიორობაა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146492