ფეხბურთი

0:30 | 16.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს უარი “ევერტონს”

“ევერტონის” ლიდერმა რომელუ ლუკაკუმ მერსისაიდულ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “კანფეტების” ხელმძღვანელობამ ბელგიელ ფორვარდს კვირაში 140,000 ფუნტი შესთავაზა, თუმცა რომელუმ ხელშეკრულების გახანგრძლივებისგან თავი შეიკავა.

23 წლის ფეხბურთელს “ევერტონთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

0.150337