ფეხბურთი

22:20 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონაში” უნსუეს კანდიდატურა გამოიკვეთა

კატალონიის “ბარსელონას” ახალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და იგი დიდი ალბათობით, ხუან კარლოს უნსუე იქნება. ესპანური მედიის ინფორმაციით, ორივე მხარემ წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

უნსუეს განსაკუთრებული სამწვრთნელი კარიერა არ ჰქონია: 49 წლისაა და ამჟამად ლუის ენრიკეს ასისტენტად მუშაობს “ბარსელონაში”.

შეგახსენებთ, სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” ენრიკე დატოვებს და სწორედ მის შემცვლელს ეძებს ესპანური გუნდი. აქამდე სახელდებოდა მასიმილიანო ალეგრის, ხორხე სამპაოლისა და რონალდ კუმანის სახელებიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126005