ფეხბურთი

17:11 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები ნაკრებში: მინუს მჭედლიძე და ოქრიაშვილი, პლიუს ლობჟანიძე და დვალიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. როგორც სფფ-ის ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს, “ჯვაროსნებს” ტრავმების გამო თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ.

ორივე ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში იყვნენ, მაგრამ “ემპოლის” ფორვარდმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო, ხოლო “კრასნოდარის” შემტევმა ტრავმა რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. ისე კი, თორნიკე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შეხვედრას სერბეთთან დისკვალიფიკაციის გამო მაინც ტოვებდა, მაგრამ ლატვიასთან ამხანაგურ თამაშში ნაკრებს უნდა დახმარებოდა.

საბოლოოდ, ვაისმა ოქრიაშვილისა და მჭედლიძის ნაცვლად ყაზახური “ატირაუს” ლეგიონერები, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე გამოძახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მარტს “დინამო არენაზე” სერბეთს შეხვდება, ხოლო ოთხი დღის შემდგომ ამხანაგურად ამავე სტადიონზე ლატვიას უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114887