ფეხბურთი

14:52 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც ლიგის მერვედფინალს გამოცდების გამო ტოვებ...

ლევერკუზენის “ბაიერი” მადრიდში, “ატლეტიკოსთან” სათამაშოდ ნიჭიერი ნახევარმცველის, კაი ჰავერტცის გარეშე ჩავიდა. ამის მიზეზი ტრავმა სულაც არაა – როგორც “ფარმაცევტთა” ვებგვერდი იტყობინება, 17 წლის შემტევს სკოლაში გამოცდები აქვს და ამიტომ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი გაუცდება...

კაი ჰავერტცი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 20 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.120546