პორტუგალიური “პორტუს” ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარე იკერ კასილიასმა მორიგი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ 35 წლის კიპერისთვის “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ევროტურნირების ეგიდით 175-ე გახლდათ და ეს შედეგი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.
კასილიასმა კიდევ ერთი ლეგენდა, იტალიელი პაოლო მალდინი ჩამოიტოვა, რომელსაც თავის დროზე ევროსარბიელზე 174 თამაში აქვს ჩატარებული.