ფეხბურთი

2:38 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" უპრობლემოდ მეოთხედფინალში (+VIDEO)

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუბრკოლებლად, ოფლის დაუღვრელად გავიდა. “ბებერმა ქალბატონმა” პორტუგალიაში მოგებული მატჩის შემდეგ “პორტუ” შინაც დაამარცხა და მეოთხედფინალშია.

მასიმილიანო ალეგრის გუნდს არც ტურინში გასჭირვებია. “იუვემ” დუნე თამაშით აჯობა “დრაკონებს”, მაგრამ მეტი საქმეს არც სჭირდებოდა. მატჩის ერთადერტი გოლი კი, 42-ე წუთზე პაულო დიბალამ გაიტანა პენალტით. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ბოლო 4 გოლიდან ყველა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. რაც შეეხება თვითონ პენალტის დანიშვნის ეპიზოდს – გონსალო იგუაინი ცარიელ კარში გზავნიდა ბურთს და მაქსი პერერიამ ხელით ითამაშა. შესაბამისად, გარდა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელისა, ურუგვაელს მოედნის დატოვება მოუხდა. სხვათა შორის, ისე მოხდა, რომ ტურინულმა გრანდმა ორივე თამაშის აბსოლუტური ნაწილი რიცხობრივ უპირატესობაში დაჰყო, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ “დრაკონების” ფეხბურთელები გაძევებას არ იმსახურებდნენ – ან ალექს ტელეში, ან მაქსი პერეირა.

ასეა თუ ისე, გამოჩნდა, რომ “იუვე” დღეს გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე “პორტუ”. სხვათა შორის, ტურინელებმა ევროტურნირებზე ზედიზედ 21-ე თამაში ჩაატარეს წაუგებლად საკუთარ მოედანზე (12 მოგება, 9 ფრე).

“იუვენტუსი” – “პორტუ” 1:0 (1:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 40 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, ბენატია (ბარძალი 60), ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო; კუადრადო (პიაცა 46), დიბალა (რინკონი 78), მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“პორტუ” (4-1-3-2): კასილიასი; მაქსი პერეირა, ფელიპე, მარკანო, ლაიუნი; დანილო; ანდრე ანდრე, ოლივერ ტორესი (ოტავიო 70), ბრაჰიმი (დიოგო ჟოტა 67); სოარეში, ანდრე სილვა (ბოლი 46)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ სანტუ

გოლი: 1:0 დიბალა (42, პენ)

გაფრთხილება: კუადრადო (12) – ლაიუნი (30), ანდრე ანდრე (36)

გაძევება: მაქსი პერეირა (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 6 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

0.314899