ფეხბურთი

0:50 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბაკა და “მილანი” დააჯარიმეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და “მილანის” თავდამსხმელი კარლოს ბაკა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

აღნიშნული სასჯელის მიზეზი “იუვენტუსისა” და “მილანის” შეხვედრის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტია – ბაკამ მთავარ მსაჯ დავიდე მასას ხელი უბიძგა, რადგან ბოლო წუთზე დანიშნულ თერთმეტრიანს აპროტესტებდა.

გარდა ამისა, დაისაჯა “მილანიც” – კერძოდ, კლუბს ფულადი ჯარიმა დაეკისრა 5 ათასი ევროს სახით.

რაც შეეხება ბაკას, კოლუმბიელი მიმდინარე სეზონში “როსონერის” საუკეთესო ბომბარდირია 12 გატანილი გოლით.

0.111658