ფეხბურთი

13:52 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-სერბეთის მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

მსოფლიო 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო - სერბეთი, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში 13 მარტიდან დაიწყო, "დინამო არენას" სალაროებში კი 17 მარტიდან გაიყიდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირება 24 მარტს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.

ბილეთის მხოლოდ ონლაინ რეჟიმში www.tkt.ge/geovsrb შეძენის შემთხვევაში გულშემატკივრებს საჩუქრად საქართველო - ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცემათ. მატჩის ბილეთი გულშემატკივრებს 25 მარტს გაეგზავნება. საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 28 მარტს, ასევე "დინამო არენაზე" გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116824