თამაშგარე

19:18 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი იოლანდა კვლავ გამორჩეულია

ვეტერანი ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის მეუღლე, მოდელი იოლანდა ვან კასბერგენი გასულ ათწლეულებში არაერთ მნიშვნელოვან საპატიო წოდებასა თუ აღიარებს ეღირსა, მაგრამ ალბათ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ეს მწყაზარი ქალბატონი ახლაც გამორჩეულთა შორის აღმოჩნდებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ამ ერთი კვირის წინ, ჰოლანდიის ბულვარულმა გამოცემებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელსაც სახელად “მის დიასახლისი” ეწოდება და მასში მონაწილეობას 30 წელს გადაცილებული ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქალბატონები იღებდნენ.

როგორც თავადაც მიხვდით, ამ ახალთახალ, მაგრამ საინტერესო კონკურსში სწორედ ვესლი სნეიდერის ცოლმა იპირველა და ეს ამბავი მშვენიერ იოლანდას ბავშვივით გაუხარდა. ალბათ მართლაც გამორჩეული და მშვენიერთა შორის უმშვენიერესი ქალი უნდა იყო, ყველა ჟამში და ეპოქაში რომ პირველობდე.

0.13296