ფეხბურთი

13:10 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "მე ვარ იუდა? - არა, "ჩელსისთვის" დღემდე პირველი ვარ"

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ "ჩელსისთვის" იუდა კი არა, არამედ ისტორიაში ნომერი პირველი მწვრთნელია. ამის შესახებ პორტუგალიელმა ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა.

"ჩელსის" ფანები იუდას მეძახდნენ? - სანამ კონტე ან რომელიმე სხვა მწვრთნელი პრემიერლიგის ოთხ ტიტულს არ მოიგებს, მანამდე მე დავრჩები ნომერ პირველად", - განაცხადა "მოუმ".

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიო "ჩელსის" 2004-2007 და 2013-2015 წლებში წვრთნიდა. "არისტოკრატებს" "განსაკუთრებულმა" ინგლისის ჩემპიონობა სამჯერ მოაპოვებინა: 2005, 2006 და 2015 წლებში. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კი, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ადგილობრივი პუბლიკა მოურინიოს თბილად არ დახვედრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109561