ფეხბურთი

23:24 | 13.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონური კლუბები კოშტათი ინტერესდებიან

“ვულვზის” შემტევი ნახევარმცველის ელდერ კოშტას შეძენით მოწინავე ლონდონური კლუბები ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun.

23 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს “ჩელსი” და “არსენალი” გამოთქვამენ. ისინი პორტუგალიელის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.

ელდერს “მგლებთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო ღირებულებად 10 მილიონ ევროს ასახელებს. მან მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120218